უკრაინის გენშტაბი: რუსული ძალები ქალაქ სლოვიანსკიზე შეტევას ახორციელებენ

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსული ძალები დონეცკის რეგიონის ქალაქ სლოვიანსკის მიმართულებით შეტევას ახორციელებენ.

გენერალური შტაბის თქმით, შეტევა უკრაინის თავდაცვის ძლიერ დაბომბვას მოიცავს.

“მტერმა ჩვენი ჯარების ნაწილს ლიმანი-სივერსკის საზღვარზე ცეცხლი გაუხსნა, რათა თავიანთი პოზიციებიდან ჩამოეშორებინათ და სლოვიანსკიზე თავდასხმისთვის პირობები შეექმნათ,” – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები ლუგანსკის რეგიონში დიდ ქალაქებს უტევდნენ და თავიანთი პოზიციების გაუმჯობესებას ქალაქ პოპასნას გარშემო მარიუპოლიდან ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გადაადგილებით ცდილობდნენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები