სალომე სამადაშვილი: გასული 2 თვის მანძილზე, ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა 70%-ითაა გაზრდილი – არის შეკითხვები, ხომ არ იყენებს რუსეთი საქართველოს იმისთვის, რომ სანქციების რეჟიმს თავი აარიდოს

“ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას ცდილობს.

სამადაშვილის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციების მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელი კითხვებს ბადებს.

“გასული 2 თვის მანძილზე 70%-ით არის გაზრდილი ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა – რა თქმა უნდა, არის შეკითხვები, რა არის ეს ბიზნესები რომლებიც საქართველოში რეგისტრირდება, რატომ არის ასეთი გაზრდილი რაოდენობა გასული წლის მონაცემებთან შედარებით და მართლაც ხომ არ ხდება ისე, რომ საქართველოს დღეს იყენებენ რუსეთიდან შესაბამისი ფირმები, მოთამაშეები იმისთვის, რომ სანქციების რეჟიმს თავი აარიდონ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები