საქართველო ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილს კარლ ჰარცელს დღეს გადასცემს

ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ, შევსებულ ნაწილს საქართველო კარლ ჰარცელს დღეს, 2 მაისს გადასცემს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო კითხვარი 369 პოლიტიკურ და ეკონომიკურ კითხვას აერთიანებდა.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კითხვარის პირველი ნაწილის შევსების პროცესში ჩართული იყო ყველა საჭირო უწყება, მათ შორის, პარლამენტი.

რაც შეეხება კითხვარის მეორე ნაწილს, მის შესავსებად დრო საქართველოს 13 მაისამდე აქვს.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები