გია ცაგარეიშვილი: არცერთი სამხედრო თუ სხვა დანიშნულების ტვირთი სანქციების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაადგილდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი უკრაინის დაზვერვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სანქციების გვერდის ავლით სამხედრო თუ სხვა დანიშნულების ტვირთების გადაადგილება გამორიცხულია.

“არცერთი სამხედრო თუ სხვა დანიშნულების ტვირთი სანქციების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაადგილდება. ეს არის გამორიცხული. პორტები, ავიამიმოსვლა, მაგისტრალები – ყველაფერი კონტროლსაა დაქვემდებარებული. ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა იციან”, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები