სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა

სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხისადმი გამოხატული მაღალი ინტერესისთვის და ქმედებებისთვის.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-სომხეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს სომხეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის მშიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნებს შორის ისტორიული მეგობრობის შემდგომი განმტკიცების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები