ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვართან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ჩვენი მხრივ, აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ

კითხვართან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ჩვენი მხრივ, აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ. რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს, გაგრძელდება და მივა ბოლომდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„გუშინ გვქონდა კომისიის სხდომა, საბოლოოდ შევჯერდით, კითხვარი შევსებულია, უწყებებმა ეფექტურად იმუშავეს და დოკუმენტი მზად არის იმისთვის, რომ გადავცეთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს. გვაქვს პოზიტიური მოლოდინი – ჩვენი მხრივ, აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ. რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს, გაგრძელდება და მივა ბოლომდე. ამის შემდეგ, ჩვენ, ასოცირებული ტრიო – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების შემდგომი განვითარებისთვის. მინდა ასევე ვთქვა, რომ ამ პროცესში იყო ჩართული ყველა უწყება და მადლობას ვუხდი მათ შრომატევადი საქმიანობისთვის“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები