გია გაბრიჭიძე: ნორმალურად მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა მთელი ძალისხმევით აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ

“ვერ უშველის ვერც არისტოვიჩის მარაზმატული შეძახილები და ვერც – ვიღაც კორუმპირებული დასავლეთელი “პოლიტიკანების” შეშფოთებები”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, გია გაბრიჭიძე მამუკა მდინარაძის facebook სტატუსს.

„სრულად ვეთანხმები და არამარტო მე. ნორმალურად მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს იმ ჰიბრიდულ ომს, რომელსაც ერთიანი მოღალატეობრივი მოძრაობა მთელი ძალისხმევით აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ.
ძალიან კარგად ხედავს და შესაბამისი დასკვნებიც გამოტანილი აქვთ.
ასე რომ, ვერ უშველის ვერც არისტოვიჩის მარაზმატული შეძახილები და ვერც – ვიღაც კორუმპირებული დასავლეთელი “პოლიტიკანების” შეშფოთებები“, – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები