კრემლმა 287 ბრიტანელ დეპუტატს რუსეთში შესვლა აუკრძალა

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი სანქციების თანახმად, ბრიტანეთის პარლამენტის 287 წევრი, მათ შორის, პრემიერმინისტრის აპარატის უფროსი – სტივ ბარკლი და თემთა პალატის სპიკერი – ლინდსი ჰოილი რუსეთში ვეღარ შევლენ.

კრემლმა ამ გზით პასუხი გასცა მიმდინარე წლის 11 მარტს გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ ანალოგიურ სანქციას, რომელიც რუსეთის დუმის 386 წევრის წინააღმდეგ მოქმედებს.

“ის ადამიანები, რომლებსაც რუსეთში შესვლის უფლება აღარ გააჩნიათ, ყველაზე აქტიურად მონაწილეობდნენ ლონდონში ანტირუსული სანქციების შექმნასა და რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ისტერიის გაღვივებაში”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რუსული სანქციები ამოქმედდება როგორც კონსერვატორი, ასევე, ლეიბორისტი დეპუტატების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები