აქცია სომხეთის პროკურატურასთან – ომში დაღუპული ჯარისკაცების მშობლები ფაშინიანის დაკავებას ითხოვენ

ყარაბაღის 44-დღიანი, მეორე ომის დროს დაღუპული სომეხი ჯარისკაცების მშობლები ქვეყნის გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის დაკავებას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, როგორც კი ფაშინიანი საფრთხეს იგრძნობს, ის ქვეყანას დატოვებს.

“ის უნდა შეაჩეროთ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

ომში დაღუპული კიდევ ერთი ჯარისკაცის მამამ სხვა სამხედროების მშობლებსაც მოუწოდა პროკურატურასთან შეკრებისკენ.

“თუ გსურთ სამართლიანობის აღდგენა, მაშინ შემოგვიერთდით, დაგვეხმარეთ, გავთავისუფლდეთ ამ მკვლელისგან. საკმარისია სახლში ჯდომა და წუწუნი!”, – თქვა მან.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გამომძიებელს ყარაბაღის 44-დღიან, მეორე ომში დაღუპული ჯარისკაცების ნათესავების მოთხოვნა გაუგზავნა, რომ პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით იყოს პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, სახელმწიფო ღალატისთვისაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები