ФСБ: უკრაინის მხარდამჭერი, რუსეთის 2 მოქალაქე, რომელიც რკინიგზაზე დივერსიას გეგმავდა – დავაკავეთ
რუსეთის უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქში დააკავეს უკრაინის მხარდამჭერი 2 რუსი, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დივერსიის მოწყობას გეგმავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია – ТАSS ავრცელებს.
როგორც FSB-მ ТАSS-ს განუცხადა, დაკავებულები “უკრაინელი ნეონაცისტების მხარდამჭერები” არიან და რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს უკრაინულ ვებსაიტზე Миротворец-ზე გზავნიდნენ.
FSB-ის ცნობით, ეჭვმიტანილები ბრალს აღიარებენ.
“ბელგოროდის ფედერალურმა უშიშროების სამსახურმა ბელგოროდის რეგიონის ერთ-ერთ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დივერსიის ჩასატარებლად მომზადებისას დააკავა რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც უკრაინული ნაციზმის მომხრეები არიან”, – ამბობენ ФСБ-ში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge