ხერსონში ოკუპანტებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს – არიან დაშავებულები (ვიდეო)

“ხერსონი უკრაინაა”, “დიდება უკრაინას” – ხერსონში მოქალაქეებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გამართეს, სადაც უკრაინულ სიმღერებს მღეროდნენ. ოკუპანტებმა აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალეს.
”უკრაინა 24-ის” ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა მოქალაქემ ფეხის ღია მოტეხილობა მიიღო. მათ სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.

ცნობისთვის, ხერსონს ოკუპანტები აკონტროლებენ, მაგრამ არ წყდება საპროტესტო აქციები და გამოსვლები.

 

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები