დნესტრისპირეთში ამტკიცებენ, რომ ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს, საბრძოლო მასალების საწყობთან სროლა იყო

დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. შსს-ს ინფორმაციით, დილით სოფელ კოლბასნაში საბრძოლო მასალების საწყობთან სროლა იყო.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გარდა ამისა, მათივე მტკიცებით, ღამით სოფლის ცაზე “რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი იყო დაფიქსირებული”, რომელიც, ე.წ. შსს-ს ცნობით, “უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს”.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კოლბასნაში ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი საბრძოლო მასალების საწყობი მდებარეობს.

მანამდე, სროლის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Novosti Pridnestrovya-მ Telegram-ში გაავრცელა. თუმცა, სამშვიდობო ოპერაციის მართვის კომისიის თანათავმჯდომარემ, ოლეგ ბელიაკოვმა ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ “შტაბში შესული ცნობა გადამოწმდა და არ დადასტურდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები