სომხეთის პროკურატურამ, ღალატის ბრალდებით, ფაშინიანის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა

სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ გამომძიებელს ყარაბაღის 44-დღიან მეორე ომში დაღუპული ჯარისკაცების ნათესავების მოთხოვნა გაუგზავნა, რომ პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით იყოს პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, სახელმწიფო ღალატისთვისაც.

ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს.

„26 აპრილს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ცალკე მოთხოვნა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანი ​ერთობლივი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ისეთი მუხლებით იყოს ბრალდებულად ცნობილი, როგორიც არის „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, „ღალატი“, „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“. შუამდგომლობა ზედამხედველმა პროკურორმა გამომძიებელს განსახილველად გადაუგზავნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები