დნესტრისპირეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო: დრონები უკრაინამ გაუშვა
მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დრონები უკრაინამ გაუშვა.
მათივე ცნობით, 27 აპრილს, დილით, 08:45 საათზე უკრაინამ კოლბასნას, პრიდნესტროვის დასახლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.
სამინისტროს მიხედვით, კოლბასნაში ევროპაში საბრძოლო მასალის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საცავი მდებარეობს.
“წუხელ დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე, რიბნიცას რაიონის სოფელ კოლბასნას ცაზე რამდენიმე დრონი დაფიქსირდა. დრონები უკრაინამ გაუშვა”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 25-26 აპრილს დნესტრისპირეთში სამი აფეთქება მოხდა. პირველად ყუმბარმტყორცნიდან სეპარატისტული რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ესროლეს. ამას მოჰყვა ტირასპოლის მახლობლად მყოფ სოფელში სამხედრო ნაწილში მომხდარი აფეთქება, შემდეგ კი მაიაკის დასახლებასთან რადიოგადამცემი ხაზების აფეთქება მოხდა.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, დნესტრისპირეთში არის დაძაბულობა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ.