პოდოლიაკი: თავდაცვის 40 მინისტრის შეხვედრის შემდეგ, რუსეთისთვის ცუდი ამბავი მაქვს – უკრაინა ძლიერდება
40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, უკრაინა ძლიერდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
“ომის დაწყებისას რუსეთის ერთ-ერთი უცნაური მოთხოვნა იყო უკრაინის “სრული დემილიტარიზაცია”. თავდაცვის 40 მინისტრის გუშინდელი ეპოქალური შეხვედრის შემდეგ, რუსეთისთვის ცუდი ამბავი მაქვს. სიმძლავრე, სიჩქარე, გამარტივებული ლოჯისტიკა, იარაღის გაფართოებული დიაპაზონი – უკრაინა ძლიერდება”, – აცხადებს პოდოლიაკი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge