კანადა უკრაინას 8 ჯავშანმანქანას გადასცემს
კანადა უკრაინას დასახმარებლად 8 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა საკუთარ ”ტვიტერის გვერდზე” გაავრცელა.
თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებას კვლავაც განაგრძობს.
“მინდა, გაცნობოთ, რომ კომპანია Roshel-ის მიერ წარმოებულ 8 ჯავშანმანქანას კანადა უკრაინას გადასცემს. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მათ რაც შეიძლება სწრაფად მივაწვდით”, – წერს ანიტა ანანდი.