მარიუპოლის საქალაქო საბჭო: დაჭრილი სამხედროები და მოქალაქეები ”აზოვსტალში“ უმძიმეს პირობებში არიან

მარიუპოლის ქარხანაში ადამიანები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. ”აზოვსტალში“, დაახლოებით, 2 ათასი მოქალაქეა – ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები, მათ შორის არიან დაჭრილებიც, – ამ ინფორმაციას ”ტელეგრამის” არხზე მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს.

”ისინი ანტისანიტარიასა და საშინელ პირობებში არიან. მედიკამენტების გარეშე. უმძიმესია ვითარება სასმელი წყლისა და საკვების თვალსაზრისით. მათ დაუყოვნებლივ შველა სჭირდებათ“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

უწყებამ ასევე გაავრცელა დაჭრილების ფოტოები ”აზოვსტალის“ ერთ-ერთ თავშესაფარში მოწყობილი ჰოსპიტლიდან.

საბჭოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჰოსპიტალში დაჭრილთა უმრავლესობა არა სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები