ბულგარეთი რუსეთს გაზის მიწოდების ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს

ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ნიკოლოვის განცხადებით, მოხმარებული რუსული გაზის აპრილის საფასური ბულგარეთმა გადაიხადა და მიწოდების შეწყვეტა შეთანხმების დარღვევად მიიჩნევა.

მინისტრის თქმით, ბულგარეთი ევროკომისიის პოზიციას იცავს, რომელმაც მოუწოდებდა ქვეყნებს, გაზის საფასური რუსულ ვალუტაში არ გადაიხადონ.

„ვინაიდან ყველა სავაჭრო და სამართლებრივი ვალდებულება შესრულებულია, ცხადია, რომ ბუნებრივი აირი მიმდინარე ომში პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად გამოიყენება”,- ციტირებს Reuters-ს მინისტრის სიტყვები.

“გაზპრომმა” დღეიდან პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

ბულგარეთმა ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ გააგრძელებს რუსული გაზის საფასურის ევროში გადახდას. რუსულ რუბლში ანგარიშსწორებაზე უარი ვარშავამაც თქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები