მსოფლიო ბანკი: უკრაინაში ომის გამო, საკვებსა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდა 2024 წლამდეა მოსალოდნელი

მსოფლიო ბანკის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მსოფლიო სურსათსა და ენერგომატარებლებზე უფრო მაღალი ფასების წინაშე აღმოჩნდება, რასაც შესაძლოა, თან ახლდეს ზომიერი ეკონომიკური ზრდა მაღალ ინფლაციასთან ერთად.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ბანკმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში 1973 წლიდან მოყოლებული ენერგორესურსებზე ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა, ისევე, როგორც 2008 წლიდან საკვებისა და სასუქების ფასების ყველაზე დიდი ზრდა.

აღინიშნება, რომ მომავალში საკვები და ენერგომატარებლები უნდა გაიაფდეს, მაგრამ 2024 წლის ბოლომდე პირიქით, ფასების ზრდაა მოსალოდნელი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გვერდითი მოვლენები უკვე წელს  ენერგომატარებლებზე ფასების 50%-ით ზრდას გამოიწვევს.

ევროპაში გაზის ფასი 2021 წლის საშუალო ფასთან შედარებით გაორმაგდება, ნახშირი კი – 80%-ით.

უკრაინიდან და რუსეთიდან ხორბლის შემცირებული მიწოდების გამო, მისი ფასი შესაძლოა, 10%-ზე მეტით გაიზარდოს.

ზოგადად, აღინიშნება, რომ ეს არის ყველაზე დიდი „შოკი“ 1970-იანი წლების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები