პუტინი: კიევმა “აზოვსტალში” მყოფ სამხედროებს იარაღის დაყრა უნდა უბრძანოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეპ თაიპ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ კიევის ხელისუფლებამ “აზოვსტალში” მყოფ სამხედროებს იარაღის დაყრა უნდა უბრძანოს.

ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

“რაც შეეხება უკრაინელ სამხედროებს და ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებს, რომლებიც “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე არიან ბლოკირებული, კიევის ხელისუფლებამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და, ჰუმანური მოსაზრებებით, უბრძანოს მათ იარაღის დაყრა. სამხედრო ტყვეებისთვის გარანტირებული იქნება სიცოცხლე, სამედიცინო დახმარება და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისი მოპყრობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები