„არავის არასდროს ეგონოს, რომ საქართველოში ვინმე დარჩება დაუსჯელი“

 

უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ პროკურატურა ნებისმიერ ბრალთან მიმართებაში მყარ მტკიცებულებებს წარმოადგენს, – ამის შესახებ ირინა იმერლიშვილმა ექსპრეზიდენტისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა კითხვის ნიშანი რაც შეიძება მალე უნდა მოიხსნას.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა წარმოადგენს მყარ მტკიცებულებებს, ნებისმიერ წაყენებულ ბრალთან მიმართებაში, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, ასევე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს იმ ერთობლივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც პროკურატურის მხრიდან იქნება წარმოდგენილი, ჩემთვის, ამის მერე ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება, ასევე კითხვის ნიშნები უნდა მოიხსნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომ არავის არასდროს ეგონოს, რომ საქართველოში ერთის მხრივ, ვინმე დარჩება დაუსჯელი, რაც არ უნდა მაღალი თანამდებობის პირი იყოს, თუ ჩაიდენს დანაშაულს და მეორეს მხრივ, ვინმეს პოლიტიკური მოტივით დევნა მოხდება, თუკი მოდის ახალი ხელისუფლება”, – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები