რუდენკო: მოსკოვი დნესტრისპირეთში ვითარების ესკალაციის რისკებს ვერ ხედავს

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებით, მოსკოვი დნესტრისპირეთში ესკალაციის რისკებს ვერ ხედავს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა: ხედავენ თუ არა რუსეთში იმის რისკებს, რომ დნესტრისპირეთში ვითარება შესაძლოა, უკრაინული სცენარით განვითარდეს

„დნესტრისპირეთში ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ, ჩვენი პოზიცია იგივე რჩება: ჩვენ მხარს ვუჭერთ დნესტრისპირეთის  პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას, მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ რეგიონის განსაკუთრებულ სტატუსს მის შემადგენლობაში“, – განაცხადა რუდენკომ.

მანამდე, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი მას შემდეგ დაიბარეს, რაც რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსტამ მინეკაევმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში რუსულენოვანი მოსახლეობა იჩაგრება.

მოლდოვის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს განცხადება უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება რუსეთის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები