ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ, თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ყველა კრიტიკულ სანქციას შეუერთდა.
“ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, დავანახოთ უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინელ საზოგადოებას, რომ მათ გვერდით ვდგავართ. ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ, თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა.
ის ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებს, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული, რომ შევუერთდეთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.