ოსტინი: უკრაინას შეუძლია, ომი მოიგოს, თუ მას შესაბამისი აღჭურვილობა ექნება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ს სჯერა, რომ უკრაინას შეუძლია, მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ “შესაბამისი აღჭურვილობითა და მხარდაჭერით“.

“გამარჯვების პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ შეგიძლია, გაიმარჯვო. ასე რომ, მათ სჯერათ, რომ შეგვიძლია გამარჯვება. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ, მათ შეგვიძლია გამარჯვება, თუ მათ ექნებათ შესაბამისი აღჭურვილობა და მხარდაჭერა. ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას, რაც შეგვიძლია”, – განუცხადა ოსტინმა ჟურნალისტებს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები