ტერნოპოლში უცნობი პირები ეკლესიაში ავტომობილით შეიჭრნენ და გაძარცვეს
უკრაინის ქალაქ ტერნოპოლში უცნობი პირები ავტომობილით საკათედრო ტაძარში შეიჭრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, სერგეი ნედალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„არაადამიანებმა გაძარცვეს ტერნოპოლის წმინდა ადგილი – საკათედრო ტაძარი. შესასვლელ კარებში ავტომობილით შევარდნენ. ისინი ვერასდროს გაანადგურებენ ჩვენს რწმენას“, – წერს მერი.
ბოროტმოქმედები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ. ნადალი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მათ პოვნას სთხოვს.