ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვენი დასაყრდენია, მაგრამ ამ საძირკველზე ყოველთვის უნდა იდგეს ჩვენი ეროვნული ერთობის ციხე-სიმაგრე

დაზვერვა, ეროვნული გვარდია, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, პოლიცია, მესაზღვრეები – ყველა 100 პროცენტით მუშაობს გამარჯვებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მათი დასაყრდენია, მაგრამ ამ საძირკველზე ყოველთვის უნდა იდგეს მათი ეროვნული ერთობის ციხე-სიმაგრე.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები ბრწყინვალედ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. დაზვერვა, ეროვნული გვარდია, ტერიტორიული თავდაცვის ძალები, პოლიცია, მესაზღვრეები – ყველა 100 პროცენტით მუშაობს გამარჯვებისთვის. მაგრამ ყველა მოქალაქემ ასევე უნდა იმუშაოს გამარჯვებისთვის – იმაში, რასაც აკეთებს და სადაც არის. თუ საზღვარგარეთ ხარ – მხარი დაუჭირე უკრაინას. თუ ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობით ხართ დაკავებული – ყველაფერი გააკეთეთ რომ უკრაინამ ყველაზე მეტი სარგებელი მიიღოს. თუ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდებით – შეეცადეთ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნათ ოკუპანტებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩვენი დასაყრდენია, მაგრამ ამ საძირკველზე ყოველთვის უნდა იდგეს ჩვენი ეროვნული ერთობის ციხე-სიმაგრე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები