უკრაინის უსაფრთხოება მოქალაქეებს მოუწოდებს, ოკუპანტებისგან მოსალოდნელი პროვოკაციების გამო, აღდგომას თავი შეიკავონ ეკლესიებში მასობრივი შეკრებებისგან

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაულზე განსაკუთრებული სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, მტერს შეუძლია პროვოკაციების მოწყობა და ამისთვის ნიადაგს ამზადებს.

უწყების ცნობით, რუსულმა პროპაგანდამ გაავრცელა არაერთი განცხადება უკრაინაში აღდგომის დღესასწაულისა და საეკლესიო მსახურების დროს მორწმუნეების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ამზადებს ნიადაგს რუსული არმიის პროვოკაციებისთვის, პასუხისმგებლობა კი წინასწარ “ნაციონალისტებზე” გადააქვთ.

“მტრის სისასტიკე საკმარისია იმისთვის, რომ ერთ-ერთი უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულზეც მოაწყოს პროვოკაცია. ამიტომ, მოვუწოდებთ უკრაინელებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფხიზლე ამ პერიოდში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და ეროვნული პოლიცია ყველა ღონეს გამოიყენებენ, რათა აღდგომა უსაფრთხო იყოს. თუმცა, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენი ქვეყანა ომშია და მტერი მზადაა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება განახორციელოს. მას ასევე აკლია ეკლესიებისა და სიწმინდეების პატივისცემა, რასაც მოწმობს ასეთი ადგილების მრავალრიცხოვანი დაბომბვა”,– წერია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს მორწმუნეებს, თავი შეიკავონ ეკლესიებში მასობრივი შეკრებებისგან და დაიცვან კომენდანტის საათი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები