ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: რუსეთის დაბომბვის გამო, რუბეჟნიდან ევაკუაციის პროცესი ჩაიშალა

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ რუბეჟნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა ჩაიშალა.

მისი თმით, ამის მიზეზი რუსეთის დაბომბვაა.

“რუსები მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის უფლებას არ გვაძლევენ, ქალაქებში ხალხს ბლოკავენ, რომლებიც გამუდმებით ცეცხლის ქვეშ არიან”, – ამბობს გაიდაი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები