უკრაინის პროკურატურა: რუსებმა 208 ბავშვი მოკლეს, დაზიანება მიიღო 386-მა

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ოკუპანტებმა 208 ბავშვი მოკლეს, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 386-მა ბავშვმა.

უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი უკრაინის შემდეგ ოლქებში დაშავდა: დონეცკში – 120, კიევში – 113 ხარკოვში – 91, ჩერნიგოვის – 66, ლუგანსკის – 37, ნიკოლაევის – 41, ხერსონის – 44, ზაპოროჟიეს – 25, სუმის – 17, ჟიტომირის – 15.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები