ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოვარდა, არიან დაშავებულები

ზაპოროჟიეს ოლქში ან-26 ჩამოვარდა, რომელიც ტექნიკურ რეისს ასრულებდა და მას უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

ამის შესახებ უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა, ფიოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა.

“ეს სამოქალაქო თვითმფრინავია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან. ეს არის რუსეთის ფედერაციის მორიგი დანაშაული, რომელმაც სამოქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ავიაკომპანიას, რომელიც ტექნიკურ ფრენას ახორციელებდა, არავითარი კავშირი არ აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან“, – განაცხადა ვენისლავსკიმ.

ამჟამად მომხდარის დეტალები უცნობია, არც ის არის ცნობილი, რამდენი ადამიანია დაშავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები