ბაიდენი: პუტინმა ბრძოლის ველზე გრანდიოზული ამბიციების რეალიზება ვერ შეძლო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ვერ ახერხებს ბრძოლის ველზე გრანდიოზული ამბიციების რეალიზებას.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
“ბრძოლის ველზე პუტინმა თავისი გრანდიოზული ამბიციების რეალიზება ვერ შეძლო. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში, ხოლო უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებსაც მამაცი უკრაინელი მოქალაქეები შეუერთდნენ, რუსეთს საკუთარი ქვეყნის დაპყრობაში ხელი შეუშალეს”, – დაწერა ბაიდენმა.