“დონბასში შეხების მთელ პერიმეტრზე შეტაკებები გააქტიურებულია” – უკრაინის გენშტაბი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ტავრიდას მიმართულებით, შეხების მთელ პერიმეტრზე სამხედრო მოქმედებები გაააქტიურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ოკუპანტები უტევენ დასახლებულ პუნქტ ზარეჩნოეს, ასევე, ბატალიონების დახმარებით რუბეჟნოესთან შეტევას ცდილობენ.

გარდა ამისა, თავდაცვითი ბრძოლები გრძელდება ნოვოტოშკოვსკოეს და პოპასნაიას დასახლებების მიმართულებით.

ოკუპანტები დასახლებულ პუნქტ მარინკასთან იერიშებს არტილერიის დახმარებით ახორციელებენ.

ამავდროულად, აძლიერებენ ჯარების დაჯგუფებას ზაპოროჟიეს მიმართულებით. გრძელდება საოკუპაციო ჯარების ლოჯისტიკური მხარდაჭერა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები