„ევროკავშირის განცხადებები, უბრალოდ, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ”
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა. კითხვაზე, იზიარებს თუ არა აღნიშნული განცხადებების პათოსს ელჩი, ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა, რომ უბრალოდ, საჭიროა, ევროკავშირის განცხადებების ყურადღებით წაკითხვა.
“რასაკვირველია, არ გავაკეთებ განცხადებებზე კომენტარს – ადრეც მითქვამს, რომ ისინი უბრალოდ, ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. თუმცა, თუ ყველა ჩემდამი მეგობრულად განწყობილი მეზობელი მეუბნება, რომ ჩემი სახლიდან შემაწუხებელი სუნი გამოდის, არ დავიჟინებ, რომ ეს ახლახან ნაყიდი თაიგულის სურნელია”, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას, თუმცა სისხლის სამართლებრივი დევნა გამჭვირვალე უნდა იყოს. წყარო: „პირWელი“