უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათ ქვეყანას სჭირდება თვეში 7 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარება, რათა ომის შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალი აინაზღაუროს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც ზელენსკიმ მსოფლიო ბანკის ფორუმზე ვირტუალურად მიმართვისას აღნიშნა, შემდგომში ქვეყნის აღდგენას „ასობით მილიარდი დოლარი“ დასჭირდება.
მისი თქმით, ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს რუსეთთან ყოველგვარი ურთიერთობის გაწყვეტისთვის და რომ მოსკოვი ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტიდან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან უნდა გაირიცხოს.