უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანას რუსეთის შემოჭრისაგან თავის დასაცავად, უფრო მეტი იარაღი სჭირდება.
როგორც უკრაინის ლიდერმა პორტუგალიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები უნდა დააწესონ.
„ოკუპანტებმა ომის 57 დღის განმავლობაში 1000-ზე მეტი უკრაინული ქალაქი დაიკავეს. ისინი კვლავ აგრძელებენ ჩვენი ქალაქების განადგურებას. მილიონობით ადამიანს მოუწია გაქცევა…“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის არმიამ ჩაიდინა სისასტიკე, მათ შორის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ოკუპანტების ბომბების ქვეშ აღმოჩნდა.
„ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, არამედ ჩვენი გადარჩენისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რათა არ მოკლან, არ აწამონ და გააუპატიურონ. რუსებმა უკვე გაიტაცეს 500 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც გადაასახლეს რუსეთის ყველაზე შორეულ რეგიონებში, შორეულ ბანაკებში“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.