პარლამენტში ტექნიკური აპარატურის გაუმართაობის საკითხზე სამსახურებრივი გამოძიება ჩატარდება
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ტექნიკური აპარატურის გაუმართაობის საკითხზე სამსახურებრივი გამოძიება ჩატარდება. დავალება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს მორიგი შეფერხების შემდეგ აპარატის უფროსს მისცა.
“პარლამენტის აპარატის უფროსს მივმართავ, ჩატარდეს სამსახურებრივი გამოძიება, თუ რა ხდება სხდომათა დარბაზში აპარატურასთან დაკავშირებით, გავარკვიოთ, ვისი ბრალია, რომ მეორე დღეა პარლამენტში მუშაობა ფერხდება, გამოძიების კონკრეტული შედეგები მომაწოდეთ“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სხდომის დაწყება, გუშინდელის მსგავსად, დაგვიანდა. დარბაზში მიკროფონები და კენჭისყრისთვის აუცილებელი აპარატურა არ ჩაირთო.
ანალოგიური პრობლემა პარლამენტში გუშინაც იყო, რის გამოც, პლენარული სხდომა, სასესიოს ნაცვლად, საკომიტეტო დარბაზში ჩატარდა.