ჯუანშერ ბურჭულაძე: დავისახეთ 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელშიც გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით

“ევროკავშირი არ არის მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი უსაფრთხოების გამოწვევებზეც”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, 10-წლიან გეგმაში გაწერილია ის, თუ რა შედეგს უნდა მიაღწიოს ქვეყანამ სამხედრო განვითარების კუთხით.

„ევროკავშირი არ არის მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის პასუხი უსაფრთხოების გამოწვევებზეც და წინგადადგმული ნაბიჯი იმ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და იმ მიზნისთვის, რასაც ჰქვია ნატო, რომ, საბოლოოდ, საქართველო იყოს იმ ცივილური სამყაროს ნაწილი, რაც არჩეული აქვს ჩვენს ხალხს. ჩვენ ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები. 2019 წლიდან ეს განსაკუთრებით საგრძნობი იყო. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუციური სისტემა, რომელზეც უნდა დაშენდეს ჩვენი უსაფრთხოებისა და ჯარის განვითარების მომავალი. ჩვენ დავისახეთ 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელსაც გრძელვადიანი განვითარების გეგმას ვუწოდებთ. მასში გაწერილია, თუ რა შედეგს უნდა მივაღწიოთ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სამხედრო განვითარების კუთხით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები