Reuters: ბაიდენი უკრაინისთვის შეიარაღების ახალ, 800-მილიონიან პაკეტზე განცხადებას დღეს გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე განცხადებას დღეს გააკეთებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკეტის მოცულობა ისევ დაახლოებით 800 მილიონი დოლარი იქნება.

უკრაინაში ომის ახალი ფაზის დაწყებასთან ერთად, ბოლო კვირებში ეს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი იქნება, რომელშიც შევა მძიმე შეიარაღება, სხვადასხვა ტიპის არტილერიული დანადგარები და დიდ დისტანციაზე მოქმედი შეიარაღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები