მინისტრები საჯარო სექტორში მუშაობის 9 საათზე დაწყების ინიციატივას მიესალმებიან
პრემიერს მიაჩნია, რომ სამუშაო ადრე უნდა დაიწყოს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ ინიციატივას მივესალმები – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობის 9 საათზე დაწყებას ეხება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით კი, სამინისტროების ნაწილი აქამდე მუშაობას ათის ნახევარზე იწყებდა.
,,მთავრობამ ინიციატივა უკვე მოიწონა და, შესაბამისად, მუშაობა 9 საათზე დაიწება. ზოგადად, სამინისტროების ნაწილი სამუშაოს ისედაც 10-ის ნახევარზე იწყებს“,- აცხადებს სოზარ სუბარი. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან საჯარო უწყებებში სამუშაოს დაწყების დრო გადმოიწევა და 10:00 საათის ნაცვლად, 09:00 საათზე დაიწყება. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული ინიციატივა არ ეხებათ უწყებებს, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული რეჟიმი.