ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს – დაზიანდა საევაკუაციო მატარებელი
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე ორი სარაკეტო იერიში, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 13:00 საათზე მიიტანეს.
ამის შესახებ ტელეგრამში ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა დაწერა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. მან ასევე დაწერა, რომ დეტალებს მოგვიანებით გაასაჯაროებს.
სტარუხმა ადგილობრივებს მოუწოდა, ფოტოები არ გაავრცელონ, ასევე, არ მიუთითონ ის ადგილი, სადაც ჭურვებია ჩამოვარდნილი.
ამავდროულად, უკრაინის რკინიგზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიე-ლვოვის მატარებელი აფეთქების ტალღამ დააზიანა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, მატარებელმა სვლა გააგრძელა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge