დანილოვი: კადიროვმა ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო

კადიროვმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, გეგმის სისრულეში მოყვანის ვალდებულება კადიროვმა აიღო.

“ჩვენ ვაკვირდებოდით სამივე ჯგუფს. ერთი მათგანი გაანადგურეს ჩვენმა სამხედროებმა. ორმა მოგვიანებით დატოვა ჩვენი ქვეყანა. ერთი ახლა დონეცკის რეგიონშია, მეორე – ქალაქ მარიუპოლში, მაგრამ ისინი არ არიან წინა პლანზე“, – ამბობს დანილოვი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები