ქალაქის მერი: ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი – ხარკოვი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, იჰორ ტერეხოვმა განაცხადა.

ტერეხოვის თქმით, დაახლოებით, 1 მილიონი ადამიანი ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რჩება, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით 30% ევაკუირებულია, ძირითადად, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

“დიდი აფეთქებებია, რუსეთის ფედერაცია გააფთრებით ბომბავს ქალაქს,” – თქვა ტერეხოვმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები