უკრაინის პირველი ლედი: ვთხოვთ მსოფლიოს, დახუროს ცა ჩვენი ცოცხალი შვილების თავზე
რუსეთი კლავს ჩვენს ბავშვებს ყოველდღე. ჩვენ ვთხოვთ მსოფლიოს, დახუროს ცა ჩვენი ცოცხალი შვილების თავზე, – ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა.
პირველი ლედის კომენტარს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge