ხერსონის ოლქში “რეფერენდუმი” 27 აპრილს ჩატარდება
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში ე.წ. რესპუბლიკის გამოსაცხადებლად “რეფერენდუმის” ჩატარება დააჩქარეს და მას 27 აპრილს გამართავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობის პრესსამსახური ავრცელებს.
სამხედროების თქმით, ოკუპანტებმა “რეფერენდუმის” მომზადება გაააქტიურეს, რომლის მიზანი საოკუპაციო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციაა.
ოპერატიული სარდლობის “სამხრეთის” ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყალბი “ნების გამოვლენის” თარიღი 27 აპრილი იყო.
„საოკუპაციო ხელისუფლების ლეგიტიმაციის დაჩქარების მიზნით, როგორც ყოველთვის, ისინი უგულებელყოფენ ყველა კანონს და რეგულაციას. ის ფაქტი, რომ “რეფერენდუმი” სამუშაო დღეს, კვირის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, დამატებით უსვამს ხაზს, რომ ოკუპანტს ადგილობრივი მოსახლეობის ნების გამოვლინება არ აინტერესებს, მომზადებულ სცენარში კი “რეფერენდუმის” შედეგი უკვე ცნობილია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, აღინიშნება, რომ ხერსონის ოლქში დასახლებული პუნქტების დაბომბვა გრძელდება.