პუტინმა “აზოვსტალზე” შტურმი შეაჩერა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან კრემლში გამართულ შეხვედრაზე, მარიუპოლში “აზოვსტალზე” შტურმის შეჩერების განკარგულება გასცა.
“უნდა ვიფიქროთ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში შესვლა და ამ სამრეწველო ობიექტების მიწისქვეშეთში ხოხვა. უბრძანეთ მათ, ვისაც ეს ჯერ არ გაუკეთებია, დაყარონ იარაღი. რუსული მხარე მათ სიცოცხლეს და ღირსეულ მოპყრობას უზრუნველყოფს, საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად“, – განაცხადა პუტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა დაჭრილი მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.
მანამდე, შოიგუმ პუტინს პატაკი ჩააბარა, რომ მარიუპოლი “გათავისუფლებულია” , ხოლო “აზოვსტალის” შენობაში ორი ათასამდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge