სამხედრო დანაკარგები რუსეთ-უკრაინის ომში – განახლებული მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 000 ადამიანი;
ტანკი – 829 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 118 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 393 ერთეული;
MLRS – 136 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული;
თვითმფრინავი – 172 ერთეული;
ვერტმფრენი – 151 ერთეული;
ავტომობილი – 1 508 ერთეული;
გემი/ნავი – 8 ერთეული;
საწვავის ავზი – 76 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 166;
სპეციალური აღჭურვილობა – 27;
მობილური SRBM სისტემა – 4.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

140 თვითმფრინავი;
106 ვერტმფრენი;
498 უპილოტო საფრენი აპარატი;
2 397 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
254 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
261 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 038 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
2 244 სპეციალური სამხედრო მანქანა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები