“რუსეთი დონბასში გამარჯვების მოპოვებას 9 მაისამდე ცდილობს” – ბრიტანეთის დაზვერვა
რუსეთს, 9 მაისის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, დონბასში მნიშვნელოვანი წარმატების დემონსტრირება უნდა.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს.
“რუსეთს, სავარაუდოდ, უნდა, 9 მაისის გამარჯვების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წარმატება აჩვენოს. ამან შეიძლება, გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ენერგიულად იქნება გატარებული ოპერაციები ამ თარიღის მოახლოებამდე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ძალები ამჟამად დონბასიდან კრამატორსკისკენ მიიწევენ, რომელიც მუდმივი სარაკეტო იერიშების ქვეშ რჩება.
“რუსეთის საჰაერო აქტივობა შენარჩუნებულია, რადგან რუსეთი ცდილობს უზრუნველყოს უკრაინის აღმოსავლეთზე შეტევის საჰაერო მხარდაჭერა, რომ ამ გზით უკრაინული საჰაერო თავდაცვა განადგურდეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge