კიევის პოლიციამ ბოროდიანკაში საფლავი იპოვა, სადაც, ჯამურად, 9 ადგილობრივის ცხედარი იყო

კიევის რეგიონის პოლიციამ ქალაქ ბოროდიანკაში 2 მასიური საფლავი იპოვა, სადაც, ჯამურად, 9 ადგილობრივის ცხედარი იყო.

ერთ-ერთ საფლავში 35 წლის კაცისა და 15 წლის გოგოს ცხედრები იპოვეს, მეორეში კი – 4 კაცის და 2 ქალის.

კიევის რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელი, ანდრეი ნებიტოვი აცხადებს, რომ ისინი რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს და ზოგიერთის სხეულს წამების კვალი ეტყობა.

”ეს ადამიანები ოკუპანტებმა მოკლეს. ზოგიერთ დაღუპულს წამების კვალი ეტყობა. მე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები მოქალაქეები არიან. რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად ესროლეს მშვიდობიან ხალხს, ვინც წინააღმდეგობას არ უწევდა და საფრთხეს არ წარმოადგენდა“, – განაცხადა ნებიტოვმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები