ბაიდენი დღეს უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინასთან დაკავშირებით ახალ განცხადებას გააკეთებს.

ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

“პრეზიდენტი რუსეთსა და უკრაინის შესახებ განახლებულ ინფორმაციას წარადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ადმინისტრაცია განცხადების შინაარსს არ ასაჯაროებს, თუმცა, მაგალითად გუშინ, Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯო ბაიდენი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის ღირებულებაც 800 მილიონი დოლარია.

აღინიშნება, რომ დახმარება ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც კიევში უკვე არის გაგზავნილი.

კერძოდ, დახმარების პირველი პაკეტი მოიცავდა ვერტმფრენებს 11 Mi-17; 18 ჰაუბიცას, 300 Switchblade თვითმფრინავს, სარადარო სისტემებს და სხვა აღჭურვილობას.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები