უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო მიიჩნევს, რომ რუსეთთან ომი შესაძლოა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში გაგრძელდეს.
როგორც მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, ოდესმე უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობა იქნება, თუმცა ამას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.
„რუსებთან ომი ისევე გაგრძელდება, როგორც ომი ისრაელსა და არაბებს შორის. ანუ, ეს იქნება პროცესი, რომელიც მრავალი ათწლეულის მანძილზე გაიწელება… მათ სურთ, რომ ჩვენ არ ვვარსებობდეთ. და იქამდე, სანამ რუსეთში არ გამოჩნდება ლიდერი, რომელიც რუსული პროპაგანდის პულტზე გადართვის ღილაკს დააჭერს, იმის ნაცვლად, რომ უკრაინელები ყველა ცოდვაში დაადანაშაულოს, იტყვის „მოდი ვიმეგობროთ“, იქამდე არაფერი გამოვა…
მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ოდესმე უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობა იქნება, თუმცა ამას, შესაძლოა, დასჭირდეს ათწლეულები… მაგრამ ეს შორეული მომავლის საქმეა. ჯერ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, გადავრჩეთ“, – განაცხადა გერაშჩენკომ.